2025 წლის 28 ოქტომბერს 16:00 გაიმართება თსუ მედიცინის ფაკულტეტის დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამის „კლინიკური და ტრანსლაციური მედიცინა“ დოქტორანტ რევაზ მეჭურჭლიშვილის სადისერტაციო ნაშრომის დაცვა.
სადისერტაციო ნაშრომის სათაური: „ანტივირუსული მკურნალობის ეფექტიანობა და გამოსავლები COVID-19-ით ჰოსპიტალიზებულ ავადმყოფებში საქართველოში“
სამეცნიერო ხელმძღვანელი: პროფესორი ლალი შარვაძე
სხდომა გაიმართება თ. ცერცვაძის სახელობის ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ს/პ ცენტრის საკონფერენციო დარბაზში (მე-10 სართულზე). მისამართი: დიღომი, ლიუბლიანას ქ. N 70.